29 სექტემბერი 2020,   22:28
ვრცლად
ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ძალადობა ადამიანებზე მიუღებელი და არაქართულია - სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეფასება გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქმე უფრო სწრაფად წავიდოდა წინ, თუკი მას პროკურატურას მიანდობენ და ყველა არ ჩაერეოდა. 

"ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.

კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი... ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის აღიარება. ამიტომ ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა ტყუილით და დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით" - ამბობს ზურაბიშვილი. 

დღის ამბები