03 აგვისტო 2020,   17:07
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამე შეიძლება მოიმოქმედოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაააქტიუროს - სალომე ზურაბიშვილი

ე.წ. საზღვრიდან გატაცებულების საქმეზე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უკანონო ქმედებების დასაგმობად ხელისუფლებამ ყველა გზა გამოიყენა.

"საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამე შეიძლება მოიმოქმედოს. ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ რამდენი ხანი არის, ამაზე ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელი არის, რომ ჩვენ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.  

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს - ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე.

ოჯახის ინფორმაციით, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისის შემდეგ გატაცებულია ოკუპანტების მიერ და მის შესახებ ამბავი მხოლოდ 4 დღის დაგვიანებით გაიგეს. 

33 წლის ზაზა გახელაძე კი 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი რამდენიმე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები