04 აგვისტო 2020,   07:05
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იუბილარის მეგობარიც გამოიკითხა, რომლის განცხადებით, წვეულებაზე იყი თუმცა გარდაცვლილს არ იცნობდა

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა გამოკითხეს იუბილარის, ანა გაბეჩავას მეგობარიც, რომელიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა დაბადების დღეზე, თუმცა ჩხუბის ხმა არ გაუგია. მისი განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები