14 აგვისტო 2020,   17:27
ვრცლად
ჩემთვის არ არის საინტერესო და მიუღებელია კოალიციის ფორმირება "ქართულ ოცნებასთან" ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" - ანა დოლიძე

ვისთან ერთად შევა კოალიციაში ანა დოლიძე, "ქართულ ოცნებასთან" თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" - აღნიშნულ კითხვაზე მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში პასუხობს.

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისთვის აღნიშნულ პარტიებთან კოალიციის ფორმირება მიუღებელი და უინტერესოა.

"ჩემთვის არ არის საინტერესო და მიუღებელია კოალიციის ფორმირება ან "ქართულ ოცნებასთან", ან "ნაციონალურ მოძრაობასთან".

ბოლო 4 წელია მე ვიმყოფები უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე და ყოველთვის ვიყავი ოპოზიციაში. შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა ვყოფილიყავი იუსტიციის საბჭოს წევრი და როგორც ჩემი კოლეგები, რომელთა ხმა თქვენ არასოდეს არ გაგიგიათ, ზაზა ხარება გსმენიათ როდესმე? ბატონი ქადაგიძე? ასე წყნარად, თბილად ვყოფილიყავი იუსტიციის საბჭოში, გამეფორმებინა კოალიცია მაგალითად კლანთან და ძალიან კარგად ვიქნებოდი, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი მაღალ თანამდებობაზე, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის და ყოველთვის ვიყავი აქტიური კრიტიკოსი ხელისუფლების.

ჩემთვის საინტერესოა, რომ ვიყო ხალხის ხმა პარლამენტში, იმ ხალხისა, რომლის ხმა ახლა არ ისმის. იმ თემებზე საუბარი მინდა, რომ მე მოვახდინო, შევქმნა, შევიტანო საჯარო დისკუსიაში საკანონმდებლო საქმიანობის მეშვეობით. პირველ 100 დღეში მე იმდენ კანონპროექტს წარვადგენ, რომელიც საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობას არ წარუდგენია," - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები