14 აგვისტო 2020,   17:42
ვრცლად
სერგეენკო რომ არ ყოფილიყო მე საბურთალოზე არ დავდგებოდი, მდინარაძეზე და ვიღაცეებზე ხელის გასვრას ნამდვილად არ ვაპირებდი - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის შემთხვევაში, დავით სერგეენკო მისთვის ღირსეული კონკურენტი იქნება.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" სტუმობისას განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" იცოდა, ვინ უნდა გამოეყვანა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად მის საპირწონედ, რადგან გუნდმა დაუშვა იმის ალბათობა, რომ საბურთალოზე ელისაშვილი იყრიდა კენჭს.

"დავით სერგეენკო რომ არ ყოფილიყო, მე საბურთალოზე არ დავდგებოდი. მამუკა მდინარაძეზე და ვიღაცეებზე ხელის გასვრას ნამდვილად არ ვაპირებდი. სერგეენკო რომ დადგა მესიამოვნა კიდეც, რადგან ყველაზე ძლიერი ფიგურა დააყენეს, სადღაც ალბათ იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩემი დადგომა საბურთალოზე. ამას ამპარტავნებით არ ვამბობ. სასიამოვნოა ასეთ კაცთან პაექრობა.

ვიღაცა გია ვოლსკებზე და წარწყმენდილებზე, რომლებიც ყოფილი ნაციონალები არიან, მე იმათთან დადგომასაც კი არ ვიკადრებდი.

ამ ყველაფერზე სერიოზულად ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს, რა გადაწყვეტილებაც მივიღე,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები