14 აგვისტო 2020,   19:02
ვრცლად
ეროვნულ ბიბლიოთეკაში "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე პლატფორმის წევრებმა საკუთარი მიზნები და სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე, სხვადასხვა არასამთავრობოებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

"მაქსიმალურად ვეცდებით ჩავრთოთ თითოეული ის მოქალაქე, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და სურს როგორც მოხალისეს ჩაერთოს ამ პროცესში და თითოეულ საარჩევნო უბანზე ვიყოთ წარმოდგენილი და უზრუნველვყოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყოს კიდევ ერთი გამოცდა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჩავაბაროთ ეს გამოცდა წარმატებით," - განაცხადა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს თავმჯდომარე ვასო ურუშაძემ.

დღის ამბები