14 აგვისტო 2020,   18:35
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 26 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან დადებითი 3 მათგანის პასუხი აღმოჩნდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალურად დასრულდა 3 შემთხვევა.

დღის ამბები