14 აგვისტო 2020,   17:40
ვრცლად
სოფელ ნიქოზის მოსახლეობამ მატარებლის მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართა

"აღდგეს მატარებლის მოძრაობა" - სოფელ ნიქოზის მოსახლეობამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ამ მოთხოვნით ნიქოზის სარკინიგზო სადგურთან აქცია გამართა.

ადგილობრივები ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მატარებლის მიმოსვლა პანდემიის დროს შეწყდა და მას მერე არ აღდგენილა. ამ სატრანსპორტო საშუალებით კი მათი ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები. ასევე, მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩატანა დედაქალაქში, რადგან მგზავრობის საფასური 1 ლარი იყო.

"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მატარებლის მოძრაობა უახლოეს პერიოდში არ აღდგება, აქციები გაგრძელდება.

დღის ამბები