19 სექტემბერი 2020,   19:58
ვრცლად
"ჟვანია არასდროს მინახავს" - გოგი თოფაძეს საკუთარი შვილიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოკითხავენ

ბიზნესმენი გოგი თოფაძე საკუთარი შვილიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ასევე მეორედ გამოიკითხება გოგი თოფაძის მეუღლე.

"კურიერმა" საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გოგი თოფაძე ექსკლუზიურად ჩაწერა.

"ჟვანია არასოდეს არ მინახავს... იკივლა ჩემმა მეუღლემ, მე მეძინა, ავედი და სისხლით სავსე იყო ის და ეს კაცი გაქცეული იყო," - განაცხადა გოგი თოფაძემ "კურიერთან" საუბრისას.

როგორც თოფაძე აცხადებს, მისი შვილიშვილის მდგომარეობა ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია, თუმცა შესაძლოა მას კიდევ დასჭირდეს რამდენიმე ოპერაცია.

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანია ბრალს არ აღიარებს.

"ბლაგი საგნით, მჭრელი, მჩხვლეტავი საგნით არის ჭრილობები მიყენებული. მაკრატელია ეს, დანა, თუ სხვა ამას ექსპერტიზა სჭირდება და უნდა იყოს დანაშაულის საგანი ამოღებული.

ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა თუ სხვამ მიაყენა დაზიანება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არ მიუყენებია ჭრილობა. ჩემი ინფორმაციით, ის არ გამოკითხულა. მე როგორც ვიცი არ აღიარებს დანაშაულს," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციაში რჩება. ის იმყოფება მმართვით სუნთქვაზე და მისი გამოკლითხვა ამ დრომდე არ მომხდარა. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

დღის ამბები