26 სექტემბერი 2020,   06:24
ვრცლად
არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება - სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიმართ სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა. 

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი დარჩება. მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას ფორმატის დატოვებასთან დაკავშირებით ამომრჩეველი უარყოფითად შეაფასებს.

"გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი რჩება და ამ ფორმატიდან გავიდა გიორგი ვაშაძე ქალბატონ თაკო ჩარკვიანთან ერთად. ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი. არჩევნების წინ გაუგებარია წარმოსახვითი პრემიერ-მინისტრობის სკამის გამო ერთიანობის დატოვება და ოპოზიციის რიგებში დამატებითი დაქსასულობის შეტანა. ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩეველი ძალიან უარყოფითად შეაფასებს ამ ნაბიჯს, რომელიც გადადგა ბატონმა ვაშაძემ," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყოფილი თანამებრძოლი ბნელ მხარეს გადავიდა.

სააკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს. ის დარწმუნებულია, რომ პარტია პირველ ადგილზე გავა და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას.

ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი საუბრობს თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საჭიროა კოალიცია არა პარტიებთან, არამედ საზოგადოებასთან.

დღის ამბები