26 სექტემბერი 2020,   05:49
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში - ცენტრალურ გზაზე მოძრავმა "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.

შემთხვევა სოფელ გორაბერეჟოულში მოხდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა "ფორდის" მძღოლი - შუახნის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

 

დღის ამბები