26 სექტემბერი 2020,   05:05
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის უწყება შიშობს, რომ რუსეთთან საზღვრების გახსნის შემდეგ პაციენტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება - Deutsche Welle

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის უწყება შიშობს, რომ რუსეთთან საზღვრების გახსნის შემდეგ პაციენტების ნაკადს ვერ გაუმკლავდება - ამის შესახებ ვრცელ სტატიას Deutsche Welle წერს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი სიტუაცია და რუსეთთან საზღვრის გახსნით შესაძლო რისკები განიხილეს.

"დოიჩე ველეს" ცნობით, რუსეთთან საზღვრის გახსნიდან 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 7 500 ადამიანი შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 98 პაციენტი. ლეტალურად 3 შემთხვევა დასრულდა.

დღის ამბები