26 სექტემბერი 2020,   05:32
ვრცლად
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში ჰაერის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ტყის კოდექსი, აკვაკულტურის შესახებ კანონი და სხვა განხორციელებული პროექტები მოხვდა. როგორც ცნობილი გახდა, კომიტეტმა 200-ზე მეტ კანონპროექტზე იმუშავა.

ანგარიშის შემდეგ პარლამენტში მწვანე სივრცის პრეზენტაციაც შედგა.

"გამოვყოფდი ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ პაკეტს, რომლითაც ენერგიის შექმნის და მისი გამოყენების საკითხები პროგრესულად დარეგულირდა. ასევე ჩვენ მივიღეთ ტყის კოდექსი, რომელიც შევიმუშავეთ საერთაშორისო ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადეობასთან ერთად,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

"მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა იყო გარემოზე ტყვიის ზემოქმედების შეფასება. ეს მოკვლევა გულისხმობს სამოქმედო გეგმის და სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთას, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ტყვიის გარემო წყაროები დააფიქსიროს და აღმოფხვრას,"-აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

დღის ამბები