26 სექტემბერი 2020,   06:42
ვრცლად
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო არსებობს სანქცია და სწორედ ამის გამო ხელფასი ჩამომეჭრა - ილია წულაია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ხშირად, არასაპატიო მიზეზების გამო აცდენენ, თავად ის დეპუტატები ეხმაურებიან, ვინც ანგარიშში ჩამოთვლილ დეპუტატებს შორის მოხვდნენ. 

"მე მგონი არასაპატიო მიზეზით გაცდენილი მაქვს ერთი ან ორი სხდომა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ამის გამო მოვხვდი ამ ანგარიშში. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო არსებობს სანქცია და სწორედ ამის გამო ხელფასი ჩამომეჭრა," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" წევრი ილია წულაია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალი ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 21 ნაკლებად აქტიური დეპუტატია, ერთ-ერთი კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძეა. თუმცა, თავად ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს და კომიტეტის სხდომებზეც საკმაოდ აქტიურია.

"მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე თუნდაც ვინმეს ტელეფონის ზარებს არ ვუპასუხე და იმას, რომ საქმეს არ ვაკეთებ. კომიტეტებზე კი ძალზედ აქტიური ვარ," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძე.

რატომ აცდენენ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ხშირად, არასაპატიო მიზეზების გამო და რატომ არ იყენებენ ისინი საპარლამენტო ტრიბუნას - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი ანგარიშის თანახმად, დღეს, საკანონმდებლო ორგანოში 21 ნაკლებად აქტიური დეპუტატია.

მათგან უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია. მათ შორის არიან: ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე, ილია წულაია, ვიქტორ ჯაფარიძე, რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი,რომან მუჩიაშვილი,რუსლან პოღოსიანი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, არჩილ ხაბაძე, ირაკლი ხახუბია და ელგუჯა გოცირიძე.

პასიურ დეპუტატებს შორის არის "ევროპული საქართველოს" ერთი წევრი ზაზა კედელაშვილი, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია. 

დღის ამბები