25 სექტემბერი 2020,   06:46
ვრცლად
როგორია ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმი განმარტებას აკეთებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის და მის დაჭრაში ბრალდებულის ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, შედარებით მძიმეა ლევან თოფაძის მდგომარეობა და ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

ექიმის განმარტებით, სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

ექიმის თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით სამართალდამცველები არ მისულან და შესაბამისად, ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. სავარაუდოდ, ბრალის წარდგენა კლინიკაში მოხდება, რადგან ექიმის თქმით, ჟვანია კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.

"ორივე პაციენტი ამ ეტაპზე აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას, სტაციონარულ რეჟიმში. არცერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტს აღმოუჩნდა სამედიცინო დახმარება ამა თუ იმ მოცულობით. ორივე პაციენტს უგრძელდება მკურნალობა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში, მეორე პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ერთ-ერთი პაციენტი შეიძლება რამდენიმე დღეში გაწერილ იქნას კლინიკიდან," - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც. 

დღის ამბები