25 იანვარი 2021,   19:09
ვრცლად
ჭიათურაში ოთხი წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში, ოთხი წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ეზოში არსებულ სათავსოში შევიდა და ელექტროგაყვანილობას შეეხო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები