26 სექტემბერი 2020,   07:28
ვრცლად
ქუთაისში 2000-მდე სოციალურად დაუცველი პანდემიის დროს დახმარების გარეშე დარჩა - ინფორმაციას "ლეიბორისტული პარტია" ავრცელებს

ქუთაისში 2000-მდე სოციალურად დაუცველი პანდემიის დროს დახმარების გარეშე, ჯერ ცენტრალურმა, შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დატოვა - ინფორმაციას ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.

"ლეიბორისტებმა" დღეს ქუთაისის მერიასთან პერფორმანსი გამართეს - "წერილები ოლიგარქის ზნედაცემული თავშესაფრიდან". ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის კოორდინატორის სამსონ გუგავას განმარტებით, კარანტინის დროს მოსახლეობის უღატაკესი ფენა შიმშილისთვის გაწირეს.

სამსონ გუგავას განცხადებით, ამისათვის "ქართულმა ოცნებამ" კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

დღის ამბები