26 სექტემბერი 2020,   06:17
ვრცლად
ISFEDI ხელისუფლებას და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ხელისუფლებას და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, კიდევ ერთი შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევაში განიხილეს 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და ასევე ის მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო.

ანგარიშში ასევე, საუბარია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე და მცდელობაზე, რომ ეკლესია ჩაერიოს წინასაარჩევნო კამპანიაში.

"მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატის გარდა, ამომრჩევლის მოსყიდვის ორი ფაქტი დაფიქსირდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" მხრიდან. ერთი შემთხვევა შეეხებოდა, თბილისში კეთილმოწყობის სამსახურიდან პირის გათავისუფლებას და 5 ფაქტი იყო პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევა. ხელვაჩაურში კი, დაფიქსირდა "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. ასევე, გამოვყოფდი კიდევ ერთ ფაქტს, ეს არის ეკლესიის წარმომადგენელის, მაღალი იერარქიის პირის, ეპისკოპოსის მიერ აგიტაცია, რომელიც მიმართული იყო "ქართული ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ,"- განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელიც გადაეგზავნებათ, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს

დღის ამბები