26 სექტემბერი 2020,   06:59
ვრცლად
ბათუმში 51 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი 51 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ სატვირთოს მძღოლისგან დაავადდა.

ის კლინიკაშია მოთავსებული და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან 17 პირი კარანტინშია მოთავსებული.

მის საცხოვრებელ სახლს დეზინფექცია ჩაუტარდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები