26 სექტემბერი 2020,   06:32
ვრცლად
ბუსა ჟვანია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ბესარიონ ჟვანია სააავადმყოფოდან გაწერეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანანმშრომლებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი სასამართლო წარდგენის სხდომა სასამართლოში ჩატარდება. სწორედ ბრალდებულის მსუბუქი დაზიანებები გახდა იმ ეჭვის საფუძველიც, რომ სავარაუდოდ, დაზიანებები ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილმა თავად მიიყენა.

ამ დაზიანებების წარმომავლობას ახლა გამოძიება სწავლობს. სასამართლო პროცესი ზუსტად 2 საათში დაიწყება.

დღის ამბები