29 სექტემბერი 2020,   21:39
ვრცლად
პანდემიამ მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა, რამაც შესაძლოა ათწლეულების პროგრესი უკან დახიოს - გაეროს გენერალური მდივანი

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსის 6 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში კი - 196. აზერბაიჯანში 241, უკრაინაში - 1,061.

რაც შეეხება თურქეთს, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი ათასამდე პაციენტს დაუდგინდა.გერმანიაში კორონავირუსი ერთ დღეში ცხრაასამდე პაციენტს დაუდგინეს.

ვირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში. მზარდია სტატისტიკა ინდოეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით 52 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 803 პაციენტი კი გარდაიცვალა. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, პანდემიამ მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დააყენა, რამაც შესაძლოა ათწლეულების პროგრესი უკან დახიოს.

დღის ამბები