01 ოქტომბერი 2020,   09:18
ვრცლად
4-წლიანი მმართველობის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ გიორგი შარვაშიძემ ჩაიბარა

აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან 32-მა არჩევანი გიორგი შარვაშიძის სასარგებლოდ გააკეთა. რექტორის არჩევანში საბჭოს წევრს და თავად მოქმედ რექტორს მონაწილეობა არ მიუღია. ფაქტობრივად, უკონკურენტო ბრძოლაში, 4 წლიანი მმართველობის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ გიორგი შარვაშიძემ ჩაიბარა. 

რექტორის პოსტისთვის გიორგი შარვაშიძის გარდა პროფესორები ცირა და გიორგი ბარამიძეებიც იბრძოდნენ. გიორგი ბარამიძემ პროცესს დასაწყისშივე ბოიკოტი გამოუცხადა.
კანდიდატები პოლიტიზირებულ პროცესებსა და არასამართლიან შედეგებზე საუბრობენ.

თსუ-ს მოქმედი რექტორის არაეფექტიან მმართველობაზე "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმაც ისაუბრა. ანა დოლიძე გიორგი შარვაშიძე რეფორმების განუხორციელებლობაში ადანაშაულებს და მის აკადემიურ გადაცდომაზე საუბრობს.

გიორგი შარვაშიძეს მმართველობის პერიოდს და არჩევნების მიმდინარეობას უწუნებს ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრიც". ცენტრის წარმომადგენლები არჩევნების პროცესს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ.

შენიშვნებს არ იზიარებენ აკადემიურ საბჭოსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. საბჭოს წევრები განმარტავენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, არჩევანი კი, კანდიდატის პროფესიონალიზმსა და წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაზე გააკეთეს.

კანდიდატებთან გასაუბრება "ზუმის" პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა. აკადემიური საბჭოს წევრებმა რექტორობის მსურველების სამოქმედო გეგმა და პოტენციალი დისტანციურად მოისმინეს.

არჩევნების შედეგები ძალაში 2020 წლის 24 სექტემბერს შედის.

დღის ამბები