01 ოქტომბერი 2020,   04:25
ვრცლად
ერთ-ერთი აბსოლუტურად უსაფუძვლო თემა არის კოვიდის და არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება - ნათია თურნავა

რატომ იწყება დახმარებების გაცემა 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე - ეკონომიკის მინისტრი იმ გაჩენილ ეჭვებზე საუბრობს, რომლის თანახმადაც დახმარებების გაცემა არჩევნებს უკავშირდება.

როგორც ნათია თურნავამ "დღის კურიერში" განაცხადა, 200 ლარიანი დახმარების გაცემა 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება და არჩევნები აქ არაფერ შუაშია. 

"მესმის, რომ ოპოზიციას ბევრი სათქმელი მაინც არ დავუტოვეთ. დროდადრო გაისმის სხვადასხვა კრიტიკა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებთ. ჩნდება თუ არა პრობლემა, ჩვენ მასზე ვრეაგირებთ. აქედან გამომდინარე, უწევთ სხვადასხვა თემის წამოწევა.

ერთ-ერთი აბსოლუტურად უსაფუძვლო თემა არის კოვიდის და არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენი მოვალეობაა, რომ დავეხმაროთ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას იმდენ ხანს და იმ პერიოდის განმავლობაში, რაც იქნება საჭირო, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ციკლისა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ნებისმიერ დროს, არანაირ კავშირში ეს საარჩევნო ციკლთან არ არის.

ამ პარტიების მოწოდებას რომ გავყვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ღრმავდება და მეტი ადამიანი ითხოვს დახმარებას, უნდა შევწყვიტოთ, ვაიდა არ დაგვაბრალონ არჩევნებთან კავშირი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები