01 ოქტომბერი 2020,   05:43
ვრცლად
ვიდრე ამ ამბიციას განაცხადებს ის ჯერ უნდა ჩამოვიდეს თუ ექნება ამის პოლიტიკური გამბედაობა - ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის პრემიერობაზე

მომავალ არჩევნებში ოპოზიციური ძალების გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამ ამბიციის განხორციელებამდე მიხეილ სააკაშვილს გრძელი გზის გავლა მოუწევს, რომელიც საპატიმროში სასჯელის მოხდასაც მოიცავს.

"რომელი ქვეყნის პრემიერობა უნდა ჩამოყალიბდა? ვიდრე ამ ამბიციას განაცხადებს, ის ჯერ უნდა ჩამოვიდეს ან ექსტრადირება მოხდეს, მას ელოდება საპატიმრო, უნდა მოხდეს სასჯელის მოხდა. ის ალბათ შეიტანს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მიმართავს პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით, ანუ მას გრძელი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე ამ ამბიციას კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირებს და მოდი ეს გზა გაიაროს, თუ შეძლო, თუ ექნება ამის პოლიტიკური გამბედაობა და შემდგომ ვისაუბროთ, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება პრემიერი და გამარჯვებული ძალა საბოლოოდ," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

დღის ამბები