21 სექტემბერი 2020,   08:28
ვრცლად
არიან ფიგურები, რომელთა გარშემოც არ მოხდება შეჯერება - გიგა ბოკერია სააკაშვილის პრემიერობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომ მომავალი კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, ოპოზიციურ სპექტრში პასუხობენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ნაკლებ მოსალოდნელია სააკაშვილმა ჭრელი ოპოზიციური კოალიციის მხარდაჭერა მიიღოს:

"ვისაც უნდა ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ყოველთვის გაითვალისწინოს, რომ არ უნდა შეუწყოს მის პროპაგანდას ხელი, თან არარეალისტური პროგნოზებით და სურვილებით. ზოგიერთი კანდიდატი იმდენად არარეალურია, რომ გახდეს  კოალიციის მხარდაჭერის მიმღები, რომ მისი დასახელება პოლიტიკური ოპონენტისთვის იარაღია. ასეთი შემთხვევაა სწორედ წინასწარ სააკაშვილის პრემიერობაზე საუბარი. ყველა პარტიას უფლება აქვს დაასახელოს თავისი კანდიდატი, მაგრამ მერე ის ჭრელი, მრავალფეროვანი ოპოზიციური კოალიცია კომპრომისის გზით შეარჩევს პრემიერს და არიან ფიგურები, რომელთა გარშემოც არ მოხდება შეჯერება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები