26 სექტემბერი 2020,   20:24
ვრცლად
ჩემთვის ყველა ფორმა მისაღებია დიალოგის, რომ ამ მკვდარი წერტილიდან ნაბიჯი წინ გადავდგათ - ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომზე

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ეხმაურება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ის დიალოგის ყველანაირი ფორმის მომხრეა, მათ შორის როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ასევე პირდაპირისაც:

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ 12 წლის შემდეგ ისევ ვიქნებოდით იმ ვითარებაში, როდესაც გვეყოლებოდა ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს, გადმოდის საზღვარი-არ გადმოდის და გვეუბნება, რომ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ჩემთვის ყველა ფორმა მისაღებია დიალოგის, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, პირდაპირი დიალოგის გზით აფხაზებთან და ოსებთან, პირდაპირი დიალოგის გზით რუსებთან, ყველა ფორმა არის გამოსაყენებელი იმისათვის, რომ ამ მკვდარი წერტილიდან ნაბიჯი წინ გადავდგათ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები