26 სექტემბერი 2020,   05:37
ვრცლად
მადლობელი ვართ ბატონი სარკოზის, თუმცა ანტიამერიკული განწყობა სრული სისულელე და მავნებლობაა თავისუფალი სამყაროსთვის - გიგა ბოკერია სარკოზის მემუარებზე

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "დღის კურიერში" სტუმრობისას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის მემუარებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სარკოზის მემუარები საქართველოსთან დაკავშირებით, რუსული პროპაგანდის ნარატივს ჰგავს.

"ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი სარკოზის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო მაშინ საფრანგეთი. ის ჩაერია დიპლომატიურად ამ საქმეში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მე ვიტყოდი პრეზიდენტ ბუშის რეაქციის შემდეგ ამ იერარქიით იყო ერთ-ერთი ფაქტორი შემაკავებელი პუტინის აგრესიის. ამის მადლიერი ვართ, მაგრამ დანარჩენი ანალიზს, რაც შეეხება ამ ტრადიციულ ანტიამერიკულ განწყობებს, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, ეს სრული სისულელე და მავნებლობა არის თავისუფალი სამყაროსთვის. მე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო იცვალა და უკრაინის აგრესიის დროს პრაქტიკულად ღიად დაუჭირა პუტინის რუსეთს მხარი. ეს პრობლემაა მისი კარიერის. მაგრამ რაც პატიოსნად და სწორად აქვს აღწერილი - როგორ დაიწყო ომი, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით პრეზიდენტ სარკოზის ეს სწორად აქვს აღწერილი, თუ როგორ დაიწყო რუსული სამხედრო აგრესია. 

რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რომ ამერიკის ბრალია რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში. ეგ არის სწორედ პუტინის პროპაგანდა. ეს მცდარი მიდგომა ნაწილში პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის იყო. უკრაინაში აგრესიის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ თავისუფალ სამყაროში. ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის ეს არ ეხება სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს კი არა უკვე უკრაინაში აგრესიის დროს განსხვავებით საქართველოში მისი პოზიციისგან, დაიკავა ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო პოზიცია. ჩვენ მადლიერები ვართ, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე საით წავიდა ამ პოლიტიკური ფიგურის კარიერა, რომელიც აღარ არის აქტიური. მთავარი მავნებლობა და პუტინის პროპაგანდა რაზეც დგას ცივი ომის შემდეგ, არის ამ სტატუსკოზე, რომ რუსეთი საფრთხე აღარ არის დიდი ქვეყნებისთვის თავისუფალ სამყაროში და მის სამეზობლოში თუ ვინმეს უნდა, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვას, ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას, ეს ჩვენი პრობლემა აღარ არის და მოდი ნუ გააღიზიანებენ რუს დათვს. ეს სისულელე ძვირი დაუჯდა უკვე თავისუფალ სამყაროს, საბედნიეროდ გამოფხიზლება დაწყებულია, მაგრამ არ არის ბოლომდე მისული. საქართველოს და უკრაინის ამოცანა უნდა იყოს რომ ეს გზავნილი მიიტანონ თავისუფალ სამყარომდე, მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არის ის, რაც ხდება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 500-გვერდიან მემუარში 13 გვერდი საქართველოს დაუთმო.  "მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბავად," - წერს სარკოზი.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა.

 

 

 

დღის ამბები