26 სექტემბერი 2020,   07:08
ვრცლად
მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თავდაცვის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხა მიზანმიმართულად, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, 2008 წელს თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ  მიითვისა. 

"თანხა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის იყო განკუთვნილი, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიზანმიმართულად მიითვისა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს დადასტურებული ფაქტია და შესაბამის დოკუმენტებშია ასახული. როდესაც ომის წარმოებაზე და ქვეყნის თავდაცვაზე ვსაუბრობთ, აქ სამხედროებზე ჯოხების გადატეხვა - გაუმართლებელია. სამწუხაროდ სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე შეცდომები იყო. იყო არასწორი თავდაცვითი მოქმედებები. ამ ყველაფრის წინაპირობა იყო არასწორი და უგუნური პოლიტიკა. სამხედროები, რომლებიც გულანთებულები მიდიოდნენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად, მერე დეზერტირებად გამოაცხადეს და ციხეებში ჩასვეს," - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

რა გააკეთა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსული აგრესიისა და ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად 2012 წლის შემდეგ? - ამ შეკითხვაზე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება, პირველ რიგში სწორ, ცივილიზებულ და მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს.

"რუსული აგრესიის თემა წინა ხელისუფლების დროს ყველაზე აქტუალური იყო და მათ არაფერი გაუკეთებიათ ამის თავიდან ასაცილებლად. დღევანდელი ხელისუფლება კი, 2012 წლის შემდეგ, პირველ რიგში სწორ, ცივილიზებულ და მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება არის კონსოლიდირებული და საერთაშორისო დოკუმენტებში პირველად აღინიშნება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამავე პროცესში, ჩვენ მტკიცედ ვდგავრთ ევროატლანტიკურ გზაზე, რაც ჩვენი მთავრი ძალაა რუსული აგრესიისგან თავის დასახსნელად,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

 

დღის ამბები