26 სექტემბერი 2020,   07:23
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტს კონტექსტი არ ესმოდა და როგორც ჩანს, არც დღეს ესმის - სალომე სამადაშვილი ნიკოლა სარკოზის მემუარებზე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მემუარებთან დაკავშირებით საუბრობს, სადაც 13 გვერდი რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ეხება. 

კონკრეტულად საუბარია იმ ნაწილზე, სადაც სარკოზი აღწერს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება მზადდებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მომავალი სტატუსი საერთაშორისო დისკუსიის საგანი უნდა გამხდარიყო. სარკოზი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

"ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არ ესმოდა საფრანგეთის პრეზიდენტს კონტექსტი და როგორც ჩანს, არც დღეს ესმის. იმიტომ, რომ ეს არა თუ არ იყო შეცდომა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწვეტილება, იმიტომ, რომ ნებისმიერი საუბრის გახსნას სტატუსზე იმ დღეებში, ეს ნიშნავდა სწორედ ქართული მხრიდან ხელის მოწერას იმაზე, რომ ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდით ჩვენი ტერიტორიების სტატუსს. თუ ჩვენი პოზიცია არის, რომ ეს ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, როგორ შეიძლება შენ მოაწერო ხელი დოკუმენტს, სადაც კითხვის ნიშანი ისმება ამ ტერიტორიების სტატუსის მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ, ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ. ბატონმა სარკოზიმ როგორც ჩანს, ვერ გააცნობიერა, რომ ეს ნამდვილად არ იყო მიზეზი," - ამბობს სალომე სამადაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას. 

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი 2008 წლის აგვისტოს ომს საკუთარ მემუარებში აღწერს. მაშინდელმა პრეზიდენტმა კოვიდ პანდემიის დროს გამოწვეულ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს  500-გვერდიანი მემუარები "ქარიშხლების ეპოქა" დაწერა, სადაც 13 გვერდი 2008 წლის აგვისტოს ომს ეთმობა. ნიკოლა სარკოზი აღწერს პუტინთან მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ასევე მის როლს სამხედრო აგრესიის დროს. 

დღის ამბები