26 სექტემბერი 2020,   06:51
ვრცლად
თეა წულუკიანმა ქუთაისში შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა

ქუთაისში იუსტიციის მინისტრი დასავლეთ საქართველოში შშმ პირების საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია გამართა.

თეა წულუკიანის თქმით, კანონში სიახლეები შევიდა. მინისტრის განმარტებით, მასში აღარ იქნება სამედიცინო მოდელი და ის სოციალური მოდელის სახით იქნება წარმოდგენილი. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონით შშმ პირთა უფლებები დაცული, ხოლო საჭიროებები აღიარებული იქნება. მინისტრის თქმითვე, კანონის აღსრულების მიზნით მუშაობა გაგრძელდება.

"საქართველოს კანონი შშმ პირთა შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაიწერა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე შშმ პირები ამ კანონის მიღებას ელოდნენ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და საჭიროებები აღიარებული და შემდეგ სახელმწიფო მორგებული ამ საჭიროებებზე. ეს კანონი ითვალისწინებს დამშვიდობებას სამედიცინო მოდელზე და გადასვლას სოციალურ მოდელზე. ეს არის დასასრული საბჭოთა ხანის ამ სფეროში, რისი საჭიროებაც იდგა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს გაეროს კონვენციით რატიფიკაცია მოხდა, ამ კანონის დადებითი კენჭისყრა პარლამენტში მისი გაგრძელებაა," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები