26 სექტემბერი 2020,   06:26
ვრცლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში - თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გორში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თეა ახვლედიანის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. დიდი პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ომის შემდეგ არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმში ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა,"- აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. 

დღის ამბები