26 სექტემბერი 2020,   07:12
ვრცლად
დავით მურვანიძეს, რომელიც ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დააკავეს, ბრალს წარუდგენენ

დავით მურვანიძეს, რომელიც ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დააკავეს, ბრალს წარუდგენენ.

მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 26 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ წყნეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა.

მურვანიძის ადვოკატის თქმით, დაკავებულს რაიმე პირადი საკითხი დაზარალებულთან არ აკავშირებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არცერთ საგამოძიებო მოქმედებაზე წინააღმდეგობა არ გაუწევია. უთხრეს, რომ უნდა ამოეღოთ მისი ტანსაცმელი და ეს ასეც გააკეთეს დადგენილების საფუძველზე, როდესაც მის მიმართ ჩხრეკა მიმდინარეობდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია,"- აცხადებს დავით მურვანიძის ადვოკატი თემურ ადონია.

საქმესთან მის შემხებლობას უარყოფს მკვლელობის მცდელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობისთვის დაკავებული ირაკლი ღლონტის ადვოკატიც.

"ირაკლი ღლონტს დავით მურვანიძე არ უხსენებია, მსგავსი კითხვა არც მე და არც გამოძიებას არ გაგვჩენია. მასალებში საერთოდ არ ფიგურირებდა მურვანიძე და რას ედავებიან ან როგორ აღმოჩნდა მურვანიძე ამ საქმეში, ჩემთვის უცნობია,"- განაცხადა ირაკლი ღლონტის ადვოკატმა. 

დღის ამბები