21 სექტემბერი 2020,   01:27
ვრცლად
აგვისტოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

აგვისტოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილმა - ლევან ანწუხელიძემ გადასცეს.

ტურნირის ფინალური ასპარეზობა თბილისის ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ფეხბურთის ტურნირი საქართველოს მასშტაბით სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ძალიან კარგი ტურნირი იყო და მინდა ყველა ფეხბურთელს წარმატება ვუსურვო. ძალიან სასიხარულოა, რომ მამაჩემის ხსოვნას მიეძღვნა ეს ტურნირი. ძალიან დიდი პატივი იყო ამ ფეხბურთელების დაჯილდოება და იმედი მაქვს, რომ კიდევ გაგრძელდება მსგავსი ტურნირები," - განაცხადა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილმა ლევან ანწუხელიძემ.

დღის ამბები