26 სექტემბერი 2020,   05:35
ვრცლად
დღეს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია - სუსის განმარტება

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დღეს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია.

"მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პერიოდულად ადგილი აქვს საოკუპაციო რეჟიმის სხვადასხვა ტიპის უკანონო აქტივობებს, მათ შორის უკანონო გადაადგილებას," - აღნიშნავენ სუსში.

ოკუპანტები ე.წ. საზღვართან დღეს ისევ გამოჩნდნენ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავზე რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან დილიდან გადაადგილდებოდნენ.

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ადგილზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად შეინიშნებოდნენ. ოკუპანტები იმ აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, რომელიც რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად გაიმართა.

დღის ამბები