24 სექტემბერი 2020,   12:13
ვრცლად
"დანის ჩარტყმა არ მინდოდა, მაგრამ თავში რომ ჩამერტყა ნამდვილად მქონდა სურვილი" - ნინო ბურჯანაძის თქმით, 7 ნოემბრის აქციის და "იმედის" დაბევასთან კავშირი არ აქვს

"ქართული საზოგადოება შედგა, ქართული სახელწიფო შედგა" - "ღამის კურიერის" წამყვანმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის შემდეგ გაკეთებული ფრაზა შეახსენა და აღნიშნა, რომ  მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს გამოსვლისას,  9 წუთის განმავლობაში,  ტელეკომპანია "იმედი" არ უხსენებია.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ის იყო ერთადერთი იყო ვინც, "იმედის" თანამშრომლებს მოუბოდიშა. მისივე თქმით, დარბევის გადაწყეტილება მას არ ეკუთვნოდა და ტელევიზიით გაიგო.

"შედგა ცუდი სახელმწიფო, მაგრამ საზოგადოება შედგა იმიტომ რომ საზოგადოებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადასულიყო ის უბედურება და ხელისუფლების დანაშაული.

ძალიან რბილი გამოსვლა იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, კი ბატონო, იმიტომ კი არა რომ გუნდის წევრი ვიყავი, არამედ მქონდა პასუხისმგებლობა, რომ ის რაც მოხდა ქუჩაში, არ გადასულიყო სამოქალაქო დაპირისპირებაში. მე იცით რა მიკვირს, ყველა ჟურნალისტს, რომელსაც სურს კრიტიკული კითხვები დასვას, ახსენდება ხოლმე ეგ ფრაზა, მაგრამ თქვენ არ გახსოვთ, პარლამენტის კარები ვინ გააღოო და ხალხი ვინ გადაარჩინა დაღუპვას?! 

იცით, როგორი განცდა მაქვს, იმ "კურიერში" ვზივარ, რომელიც 2008 წლიდან 2012 წლამდე იყო ხოლმე და მისვამდნენ კითხვებს. უცნაური ასოციაცია გამიჩნდა. თქვენ ვინმე იცით ქართული ხელისუფლებიდან, მეორე დღეს "იმედის" აღმაშფოთებელი დარბევიდან შეხვდა იმედის ჟურნალისტებს, მოისმინა მათგან უკიდურესად აღშფოთებული სამართლიანი სიტყვები და ბოდიში მოუხადა. ერთადერთი ნინო ბურჯანაძე იყო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო 7 ნოემბრის დარბევის, მით უმეტეს "იმედის" იმ ფორმით დარბევის და საერთოდ არც ვიცოდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ერთადერთი მე ვიყავი, რომელიც "იმედის" ჟურნალისტები პარლამენტში მოვიწვიე და მთელი შემადგენლობა. ძალიან მძიმე სიტყვები მოვისმინე, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, ეკუთვნოდა სხვას. მე არაფერ შუაში არ ვიყავი "იმედის" დარბევასთან. არც ვიცოდი საერთოდ, ტელევიზორით გავიგე. გადაწყვეტილება არ იყო ჩემთან შეთანხმებული. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. თუმცა არასოდეს არავინ არ მეკითხება, იმ გუნდმა რამე კარგი გააკეთა?! იმიტომ წამოვედი 2008 წელს, ფასმა კარგისა და ცუდის გადაწონა, დაიწყო გადაწონა ცუდის მხარეს.

ბურჯანაძის გასასამართლებლად თუ დამიძახეთ არც ეგ არ არის პრობლემა. სასამართლოებზეც ბევრზე დავდივარ, როგორც სააკაშვილის წყალობით დავდიოდი, ახლა ივანიშვილის წყალობით," - განაცხადა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომიტინგეებთან დასაპირისპირებლად აქტივისტები ჩამოიყვანა რეგიონებიდან, რასაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყოლოდა. 

"თქვენ გახსოვთ კანცელარიის წინ სირბილით მისული ბურჯანაძე, რომელიც კანცელარიის კარზე ზურგით დგას და ელაპარაკება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს. 2007 წლის ნოემბერზე ვსაუბრობ. ეს არის ის ვითარება, როდესაც ჯარი არის აჯანყების პირას, იმიტომ რომ ჯარისთვის მიუღებელი იყო, რაც მოხდა 7 ნოემბერს და ამავდროულად, მე ვიღებ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ბრძანებით რეგიონებიდან ყვითელი ავტობუსებით ჩამოიყვანეს აქტივისტები, რომელიც უნდა დაეპირისპირებინათ მომიტინგეებისთვის. ეს გამოიწვევდა სამოქალაქო ომს. მოდი ამოვიღოთ ეს კადრი, იმ კადრში იმის, ვიღაცა ამბობს, მაგას ვინ ეკითხებაო," - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ  მან ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ეს ადამიანები არ დაეპირისპირებინა მომიტინგეებთან. 

"როცა გუნდში ხარ კრიტიკულ სიტუაციაში გუნდში ზურგში დანის ჩარტყმა, რაც არ უნდა ამის დიდი სურვილი გქონდეს, დანის ჩარტყმა არ მინდოდა, მაგრამ თავში რომ ჩამერტყა ნამდვილად მქონდა სურვილი. ვაფრთხილებდი მე მათ, რა მოხდებოდა 7 ნოემბერს და არავითარი აუცილებლობა იმ მიტინგის დარბევის არ არსებობდა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები