26 სექტემბერი 2020,   18:06
ვრცლად
მაჟორიტარობას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილმა, წარდგენისას განაცხადა, რომ მისი მაჟორიტარობა უკვე დაწყებული საქმის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

მან აღნიშნა, რომ ის 4 წელი, რომელიც მან კახეთის გუბერნატორის პოზიციაზე გაატარა, საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. 

"4 წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ამიტომ, როცა დადგა ჩემი კანდიდატურა, მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და გავლილი გზის გაგრძელებას, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას რომ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და კონკრეტულად მოემსახუროს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს,"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის ამბები