30 სექტემბერი 2020,   12:27
ვრცლად
"სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის - საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის" - გიგა ბოკერია​

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" სახელით მხარდაჭერას უცხადებს "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში.

ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების შედეგად სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერასაც მიიღებს ჯაფარიძე და ის იქნება ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის ერთობის.

"ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი "ევროპული საქართველო" მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები, სხვა პარტიებთან, ვინც ამ შეთანხმების მონაწილეა დასრულდება საყოველთაო მხარდაჭერით ზურაბ ჯაფარიძის.

რაღაც თვალსაზრისით, სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკის და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება - ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

დღის ამბები