28 სექტემბერი 2020,   19:08
ვრცლად
დაკავებული ექიმის მხარდასაჭერი აქცია "მედიქლაბთან" - სამედიცინო დაწესებულების პერსონალი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა

"ექიმები თეთრი ხალათებით" - ქუჩაში გამოსულ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს და ამ მიდგომის შემსუბუქებას პირადად ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციას მართავენ. დღეს ასეთი აქცია "მედიქლაბთან" გაიმართა - ექიმები აცხადებენ, რომ მათი კოლეგები დამნაშავეები არ არიან. აქციები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი არ ენდობა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ორი თანამშრომელი უკანონო საქმიანობასა და გულგრილობაშია ბრალდებული.

"არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ექიმის სისხლის სამართლის დანაშაულის საკითხის აღძრა. ძირითადად, მიდის ან ადმინისტრაციული, ან ფინანსური სასჯელების დადება. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით წელიწადნახევარზე მეტია, ეს გამოძიება მიმდინარეობდა, არც ერთი ფაქტიც არ ყოფილა, რომ ბრალდებული ექიმები ან დამალულიყვნენ, ან არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან," - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები