26 სექტემბერი 2020,   18:35
ვრცლად
ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა - ხელისუფლება მოსახლეობას პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს

ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. ვულკანიდან ამოსული კვამლი და ფერფლი 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

მთავრობამ მოსახლეობაა გააფრთხილა, ვულკანიდან 3 კილომეტრის რადიუსზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და კვამლისგან თავის დასაცვად პირბადეები გამოიყენონ.

კუნძულ სუმატრაზე ამოფრქვეული ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 2,4 კილომეტრია. შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

დღის ამბები