24 სექტემბერი 2020,   20:58
ვრცლად
ლევან თოფაძეს სახლში დაკითხავენ, თუ საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით უცნობია - ადვოკატი

ლევან თოფაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შევიდა. როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ "კურიერს" განუცხადა, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მას სახლში დაკითხავენ თუ საგამოძიებო უწყებაში.

"პირველად შევხვდი, მაშინვე, რაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოეწერა ლევან თოფაძე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ის არასახარბიელოდ და თავს სუსტად გრძნობს, შესაბამისად იმ ფაქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც მოხდა მისი დაჭრა, კონკრეტულ გარემოებებზე ვისაუბრეთ, თუმცა ისევ და ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს არ იყო დეტალური გამოკითხვა.

როდესაც დაიგეგმება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ეს იქნება გამოკითხვა, ამოცნობა თუ ა.შ. შესაბამისად ის მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ბევრად უფრო უკეთესი იქნება და არა ისეთი, როგორიც დღეის მდგომარეობით გვაქვს,"  - განაცხადა ლევან თოფაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. ბუსა ჟვანიას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა.

დღის ამბები