21 სექტემბერი 2020,   08:02
ვრცლად
კოვიდ ვითარების გათვალისწინებით სახალხო დამცველის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის.

საკარანტინო შეზღუდვების გათვალისწინებით, ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მათი უფლებები, სახალხო დამცველის აპარატი მზადაა დახმარება გაუწიოს.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავშირება ცხელ ხაზზე - 1481.

დასავალეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე +995 577 553 381
სახალხო დამცველის სვანეთის ოფისის წარმომადგენელი ირინა გურჩიანი +995 591 508 262

დღის ამბები