22 ოქტომბერი 2020,   17:22
ვრცლად
"შეშფოთებულები ვართ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო" - თეთრი სახლი

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებებს თეთრი სახლი ეხმაურება. ვაშინგტონში არჩევნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამო. მათ შორის კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ყოფნის აკრძალვა. ოპოზიციონერი კანდიდატების დაშინება და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაკავებამ ჩრდილი მიაყენა პროცესს. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკკენანმა

შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მოქალაქეები ოფიციალურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც უკვე მე-6 ვადით პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა. 

დღის ამბები