25 სექტემბერი 2020,   08:22
ვრცლად
რაღაც ინფორმაციები წაშლილი დაგვხვდა, მოვითხოვეთ დადგინდეს როგორ და ვის მიერ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში შეღწევა - მიხეილ რამიშვილი

5 საათიანი პროცედურის შემდეგ, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრები, საქმის მასალების ნაწილს გაეცვნენ. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიან ღამით დატოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, კომპიუტერში იყო სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლოა საქმეში ცვლილება შეიტანოს. 

უწყებაში იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატიც. მიხეილ რამიშვილის თქმით, მასალების მოცულობიდან გამომდინარე, საქმეში ბოლომდე გარკვევა ვერ მოხერხდა.

უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ თამარის პირადი კომპიუტერიდან მასალები და ინფორმაცია წაშლილია, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

"რაღაც ინფორმაციები წაშლილი დაგვხვდა. მოვითხოვეთ, რომ დადგინდეს, თუ როგორ და ვის მიერ მოხდა კომპიუტერში შეღწევა. ეს წაშლილი მასალა სწორედ იმ პერიოდის არის, როდესაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს ვისთან ჰქონდა კონტაქტი თამარს. არავის ჰქონდეს იმედი, რომ რამე გადაიფაროს, დაიმალოს და რამემ შეცვალოს ის გარემოებები, რაც ამ ბავშვის გარდაცვალებასთან არის დაკავშირებული,"- აცხადებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

კონკრეტულად კი თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონულ ფოსტაში არ არსებობს 13-დან 18 ივლისამდე პერიოდი მეილები. შეგახსენებთ, თამარი სწორედ 18 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახი კიდევ ერთხელ საუბრობს საქმეში FBI-ის ჩართვაზე.

დღის ამბები