22 ოქტომბერი 2020,   17:27
ვრცლად
მოსახლეობის 41 % პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით ძალიან კმაყოფილია - IRI-ს კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ძალიან კმაყოფილია პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით, 38% მეტნაკლებად კმაყოფილია, 13% მეტნაკლებად უკმაყოფილო, ხოლო 7%-ძალიან უკმაყოფილო.

კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

დღის ამბები