30 სექტემბერი 2020,   06:58
ვრცლად
მოსახლეობის 45%-სთვის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა - Survation-ის კვლევა

როგორ შეიცვალა პირადად თქვენი და თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე - "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩარტარებული, ავტორიტეტული კომპანია Survationის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 45% თვლის, რომ მათი ცხოვრება გაუარესდა. 

12 % - გაუმჯობესდა
45 % გაუარესდა
43 % არაფერი შეცვლილა

კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph - ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა. 

დღის ამბები