01 ოქტომბერი 2020,   08:49
ვრცლად
ოზურგეთის მოსახლეობამ მდინარე სუფსაზე კარიერული წარმოება გააპროტესტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა კვლავ, მდინარე სუფსადან კარიერულ წარმოებას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზაც გადაკეტეს, რომელზეც მოძრაობა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აღდგა. ამჯერად მოსახლეობის პროტესტის ადრესატი უკვე მეორე კომპანია "სამი ძმაა", რომელსაც მდინარიდან ინერტული მასალა ამოაქვს.

მოსახლეობა თვლის, რომ QMC და "სამი ძმის" მუშაობა მდინარეს ძალიან დააზარალებს და სუფსას ამდენი ნატანი, რომ ორ კომპანიას ეყოს, არც აქვს.

შედეგად ზიანდება მდინარის კალაპოტი, ფუჭდება გზები, ჭებში წყალი შრება, მდინარეს კი მოსახლეობის საყანე ფართობები მიაქვს. ამიტომ ადგილობრივები მდინარიდან რომელიმე ერთი კომპანიის წასვლას მოითხოვენ.

ადგილზე დღეს არ გამოჩენილან თავად კომპანიის წარმომადგენლები.

დღის ამბები