23 სექტემბერი 2020,   15:08
ვრცლად
ახდენს თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას - ომბუდსმენის დასკვნა

"საფარის" იურისტის განცხადებით, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემენ. მათი თქმით, დასკვნა შაბლონურია და უმეტეს შემთხვევაში, ერთსა და იმავე შინაარსს შეიცავს - რომ "10 წლამდე ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ფაქტებისა და მოვლენების სწორად აღქმა, შესაბამისად, არ შეიძლება სანდო იყოს მათი ჩვენებები".

ომბუდსმენის აპარატში თითქმის ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ დაადგინეს, რომ სამხარაულის ბიურო ამგვარი მიდგომით 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვან ბავშვებს, ასაკით უფროს პირებთან შედარებით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

აღნიშნული ფაქტის საფუძველზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაასკვნა, რომ სამხარაულის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა.

დღის ამბები