19 სექტემბერი 2020,   13:14
ვრცლად
პარიზი კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა

პარიზი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ "წითელ ზონად" გამოცხადდა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 2,700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პირი.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთი, მალტა და ნიდერლანდები დაამატა.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში. ამერიკაში 55 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

დღის ამბები