21 სექტემბერი 2020,   01:28
ვრცლად
დღეს საპატიო წესით დაკრძალავენ პირებს, ვინც აფხაზეთის ომში დაკარგულად ითვლებოდა და ვისი მოძიებაც მოხერხდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28 წელი გავიდა. დაღუპული გმირების ხსოვნას მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, დღეს საპატიო წესით დაკრძალავენ იმ პირებს, ვინც აფხაზეთის ომში დაკარგულად ითვლებოდა და ვისი მოძიებაც მოხერხდა. 

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ამ ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. დღეს იწყება აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე მოძიებული ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი. დღეს მოხდება მათი ოჯახებისთვის გადაცემა და საპატიო წესით დაკრძალვა,"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის თქმით, მთავრობა დეოკუპაციისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა 90-იან წლებში აფხაზეთში. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ჩვენი დევნილი საზოგადოების მონაწილეობით, ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზოგადოების ჩართულობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროზე მოვახდინოთ დეოკუპაციის პროცესი,"- განაცხადა რუსლან აბაშიძემ. 

დღის ამბები