25 სექტემბერი 2020,   08:14
ვრცლად
მესტიიდან დაბრუნებულმა პირმა კორონავირუსი მეგობარს გადასდო - პაატა იმნაძე

"კურიერმა" იმ სამედიცინო პერსონალის ვინაობა გაარკვია, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. შუახნის ქალი ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. "კურიერის" ინფორმაციით, ის სწორედ შიდა ქართლის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია. ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც ადასტურებს.

"გუშინ დადასტურდა მეოთხე შემთხვევა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჯერჯერობით არ ვიცით სად დაინფიცირდნენ, ამ ეტაპზე სწორედ მაგაზე მიდის კვლევა,"- განაცხადა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გიუნაშვილმა

დღეს დადასტურებული კიდევ ერთი ახალი შემთხვევა მესტიას უკავშირდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პირმა, რომელიც მესტიიდან დაბრუნდა, კორონავირუსი მეგობარს გადასდო. 

"სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია სვანეთში მოგზაურობასთან და ასევე არის შემთხვევა, როდესაც სვანეთიდან ჩამოსულმა პირებმა ვირუსი მის მეგობარს გადასდო. შეიძლება ითქვას, რომ მესტიასა და ყაზბეგში სიტუაცია კონტროლირებადია, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან ინფექციამ შესაძლოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში იფეთქოს,"- აცხადებს პაატა იმნაძე. 

 

დღის ამბები